ფსიქოლოგთა აზრით, ბევრი რამის შეტყობა შეიძლება მამაკაცის ხასიათის შესახებ, იმ თაიგულის მიხედვით, რომელსაც საყვარელ ქალს უძღვნის.
ქრიზანთემები _ მამაკაცის ხელმომჭირნეობაზე მეტყველებს; ვარდები _ მათი მირთმევა აქტიურ და ვნებიან ადამიანებს უყვართ; კალა _ მამაკაცის სერიოზულ განძრახვაზე მიუთითებს; ია _ მას ნამდვილი რომანტიკოსები ჩუქნიან; ტიტები _ მათ გულჩათხრობილი ადამიანები ირჩევენ; შროშანი _ ამ შემთხვევაში მასზე ამაყი და ფლირტის მოყვარული ადამიანები აჩერებენ არჩევანს.