ტაილანდელებისთვის წელი 13-15 აპრილს იწყება. ისინი სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ დღესასწაულს.
ამ დღეებში იმართება წყლის ფესტივალიც – სონგკრანი.
ეს ტაილანდში ყველაზე პოპულარული ფესტივალია.
ტაილანდელები ქუჩებში წყლის თოფებით შეიარაღებული გამოდიან და ერთმანეთს წუწავენ. ფესტივალის მთავარი გმირები კი სპილოები არიან.