ტაილანდის სასამართლომ მეფის, მაჰა ვაჩირალონგკორნისა და მონარქიის შეურაცხყოფისთვის ქალს 43 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, _ ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, 60 წელს გადაცილებული, საჯარო მოსამსახურეა ქალი, ბანგკოკის სასამართლომ კანონის ,,მეფისა და მონარქიის შეურაცხყოფის“ 29-ე მუხლის დარღვევაში ცნო დამნაშავედ.
The Independent -ის ინფორმაციით, ქალი სოციალურ ქსელებში: Facebook-ზე და You Tub-ზე სამეფო ოჯახის კრიტიკის შემცველ აუდიოშეტყობინებებს და კომენტარებს აქვეყნებდა.
როგორც გამოცემა წერს, გამოძიება სასჯელის სახით 87-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა დანაშაული აღიარა, სასჯელი განახევრდა.
60 წელს გადაცილებული ქალის სასამართლო პროცესი კი, საპრტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა, როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ სასამართლო პროცეს უპრეზეცდენტო კრიტიკა მოჰყვა მონარქის მიმართ.
ცნობისთვის, 43 წლით და 6 თვის პატიმრობა, აღნიშნული მუხლით გამოტანილი განაჩენებისთვის რეკორდულია. წინა რეკორდი 35-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.