ტაიტურმა დიეტამ პოპულარობა კვების ბალანსირებული რაციონით მოიპოვა, რომელშიც შესულია ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა მაკრო და მიკრო ელემენტი. მისი ეფექტურობა კი თვით ტაიტელების მიერაა დამტკიცებული, რომელთა შორისაც ვერ შეხვდებით მსუქან ადამიანს. გარდა ამისა მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია – 76-80 წელი.
პირველი დღე
უშაქრო შავი ყავა
2 ცალი მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული
ორთქლზე მომზადებული თევზი, ზღვის კომბოსტო
მეორე დღე
უშაქრო ყავა, გახუხული პურის ნაჭერი
ორთქლზე მომზადებული წითელი თევზი, ცოცხალი კომბოსტოს სალათი ზეითუნის ზეთით
200 გ. მოხარშული ხბოს ხორცი, უცხიმო კეფირი
მესამე დღე
ფინჯანი მწვანე ჩაი
1 კვერცხი, ნედლი სტაფილოს სალათი ლიმონის წვენით
ვაშლი ნებისმიერი რაოდენობის (რამდენიც გვინდა)
მეოთხე დღე
უშაქრო ყავა
ქათმის ბულიონზე დაზადებული სუპ-პიურე, ვაშლი
2 ცალი მოხარშული კვერცხი, 200 გ. მოხარშული ხბოს ხორცი, ბოსტნეულის სალათი
მეხუთე დღე
ნედლი სტაფილოს სალათი ლიმონის წვენით
ორთქლზე მომზადებული თევზი, პამიდვრის წვენი;
ორთქლზე მომზადებული წითელი თევზი, ნედლი კომბოსტოს სალათი ზეითუნის ზეთით
მეექვსე დღე
მწვანე უშაქრო ჩაი
500 გ. მოხარშული ქათამი, პამიდვრის სალათი ზეთისხილით
2 ცალი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის წვენი
მეშვიდე დღე
მწვანე უშაქრო ჩაი
200 გ. ძროხის ხორცი, ცოცხალი ანანასი
500 გ. მოხარშული ქათამი, ზღვის კომბოსტო
ტაიტური დიეტა ერთ კვირაში იძლევა შედეგს, მაგრამ თუ ეს შედეგი თქვენთვის არასაკმარისია, გააგრძელეთ იგივენაირად კიდევ 7 დღე. როგორც წესი, ორგანიზმი კვების ასეთი რეჟიმისას დღე-ღამეში კარგავს 700-800 გრამ ზედმეტ წონას, რაც სწრაფი გახდომის მოყვარულებს ძალიან გაახარებს.