მიანმარში მეწყერს ჰპაკანტის მაღაროში მომუშავე ადამიანები ემსხვერპლნენ.
როგორც Reuters იუწყება, ამ დროისთვის 113 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, თუმცა არიან დაკარგულები და ხელისუფლება შიშობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, მაღაროელები ქვებს აგროვებდნენ, როდესაც ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ტალახიანმა ტალღამ გადაუარათ.
მაუნგ ხაინგმა, 38 წლის მაღაროელმა, რომელიც შემთხვევის მოწმეა თქვა, რომ სურათის გადაღებას აპირებდა იმ მასისთვის, რომელიც ჩანდა რომ ჩამონგრევას აპირებდა, ამ დროის კი დაიწყო ყვირილი: „გაიქეცით! გაიქეცით!“
”ერთ წუთში, ყველა ადამიანი უბრალოდ გაქრა,” – განუცხადა მან ტელეფონით საუბრისას Reuters-ს.
„გულში სიცარიელის შეგრძნება მაქვს. ტალახში იფლობოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ ვერავინ დაეხმარა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ უამინდობის გამო მაღაროში არ უნდა წასულიყვნენ.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის წევრის თქმით, არ არსებობს იმედი, რომ გარდაცვლილთა ოჯახები მიიღებენ კომპენსაციას, რადგან ისინი იყვნენ თავისუფალი მაღაროელები.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 100 ადამიანი დაიკარგა, 30 კი ჰოსპიტალიზირებულია.