ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არჩვენები 2020 წელს გაიმართება და კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს.
„სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საჭირო ხმები ვერ მიიღო, თუმცა, ეს არ ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. 2020 წლის არჩევნები ნებისმერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.
არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე საარჩევნო მოდელი.
შევახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხთან ერთად არა თუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში, არამედ 2012 წლამდე რეპრესიულ გარემოში შეძლო გამარჯვება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს როცა ამ საკითხზე ვმსჯელობთ.
ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო და სახელმწიფო მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.
მოვუწოდებ ოპონენტებს, პოლიტიკოსებს აჟიოტაჟის შემქნის ნაცვლად მოემზადონ 2020 წლის საარჩევნო პროცესისთვის“,_ განაცხადა თალაკვაძემ.