საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზირებულია. აღნიშნულ გადაწვეტილებას, საპრლამენტო უმრავლეოსობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, ჩვენ მივიღებთ ჰუმანურ ნარკოპილიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე
,,ნარკოპოლიტიკის სფეროში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიდგა არსებითი ნაბიჯები, რომელიც შეეხებოდა მომხარებელთა და პაციენტთა ინტერესების დაცვას, ასევე ქვეყნაში წლების განმავლობაში არსებული რეპრესიული პოლიტიკის შეცვლას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ამ სფეროში, სამოქალაქო სექტორთან და დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ექნება, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ჰუმანური ნარკოპოლიტიკა.
აღნიშნული კანონი, ითვალისწინებს მომხმარებელთა ინეტრესებს და წამალდამოკიდებულ პირთა მკურნალობაზე ზიანის შემცირებას. მაგრამ, ჩვენ უკომპრომის ბრძოლას უცხადებთ, ნარკოტიკების გავრცელებას და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულს. იმისათვის რომ ახალმა, ჰუმანურმა პოლიტიკამ იმუშაოს, აუცილებელია განათლება, პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და პროპაგანდა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ“ _ განაცხადა, საპარლამანეტო უმარავლესობის ლიდერმა.