პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს ყრილობა და ყრილობის წევრები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. უახლოეს დღეებში, წინასწარ შეგატყობინებთ ამის შესახებ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გუნდში უკვე იყო ამის შესახებ განხილვები და ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. გარწმუნებთ, რომ პოლიტიკური პარტიის მმართველობა დარჩება და კიდევ უფრო განვითარდება, განმტკიცდება. ის იქნება მაქსიმალურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული, ისე, რომ თითოეულ წევრს მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, რომ თავის წვლილი შეიტანოს პარტიის განვითარებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.