„პოლიტიკოსს არ აქვს უფლება ჩაერიოს სასამართლოს და პროკურატურის საქმიანობაში, შეთანხმების ტექსტშიც, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ეს წერია, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა მოხდეს – ოპოზიცია კი გვეუბნება შეასრულეთ დაპირება და ჩაერიეთ სასამართლოს და პროკურატურის გადაწყვეტილებებშიო. ეს შეთანხმების ნაწილი ვერ იქნებოდა” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელი წერილით ელჩები მხარეებს, ყველა ხელმომწერს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა და ცვლილებები დაამტკიცონ – ამის ხელისშემშლელი სხვა გარემოება, საქმე ან საკითხი არ უნდა გახდეს.