ზურა შევარდნაძე კიდევ ერთ ბავშვობისდროინდელ ისტორიას იხსენებს და “გარდენია შევარდნაძის” ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
“თალიკო მამიდა გვიყვებოდა ბაღნობას, ხშირად: “მეხი დაცემია ქალიშვილობაში. დიდი გურგულა იყო, ნიკადო სხალს დიეცა აგერ ალექსისას, გააპო ამხელა ხეი შვაზე, მე ხის ძირში ვიჯექი და ადგილზე გამაბღანკალა.”
შეგვეშინდებოდა…
თალიკო მამიდა აგრძელებდა: “ჩემ ნენას და მამიდანებს თმაი გუუშლიენ და შუუცხადებივარ. მარგალიტა და ბულბულო ბიცოლამ იმარჯვეს, დამაწვინეს ძელზე თურმე და სილა დამაყარეს ზეთ, წეიღებს მიწა ტოკს და გამოანჭყერს თვალსო, დუუჩემებია გერონტი ბიძიას.”
თალიკომ საღამორიელე მართლა გამოანჭყირა თვალი და წამოდგა ზეთ, მარა ფილტვების ანთება დამართნია და გვითხრობდა რაფერ კტებოდა.
დავყლეპდით ბაღნები თვალებს, დევიზაფრებოდით.
ერთხელ ამ ამბვის მორიგ ვერსიას რომ გვიყვებოდა, ჩემმა შეშინებულმა ბიძიშვილმა, რომელსაც თალიკო მამიდა განსაკუთრებით უყვარდა და სასიკვდილოდ არ ემეტებოდა ჰკითხა:
_ თალიკო მამიდა, რაფერ გადარჩი?
_ სა გადავრჩი?! გაიკვირვა თალიკო მამიდამ”, _ წერს ზურა შევარდნაძე.