თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძლავენ. 23 წლის ახალგაზრდა ფონიჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში უკვე გადაასვენეს, საიდანაც 2 საათზე მისი გამოსვენება დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 5-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება.
ამ ეტაპზე უცნობია ცხედრის ექსპერტიზის პასუხიც, თუმცა როგორც პირველადი დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა და ადვოკატმა განაცხადეს, ცხედარს დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.
23 წლის მარიამ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოჯახი მას 5 დღე ეძებდა. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ბაჩალიაშვილის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად ფონიჭალაში გზაც გადაკეტეს.