კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თამარ კორკოტაშვილი მსოფლიოს წამყვან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.
MIT – ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას. თამარი MIT – ში ჩარიცხული სკოლის მეშვიდე კურსდამთავრებულია.
თამარი:
Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF) – ში რობოტიკის კატეგორიაში მეოთხე საპრიზო ადგილის მფლობელია!
2016 წელს ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში მესამე ადგილის მფლობელია!
2016 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილის მფლობელია!
ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO) ორი ვერცხლის მედლის და საპატიო სიგელის მფლობელია (2016-2019)!
2020 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
2018 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ადგილოსანია მათემატიკაში!
ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია (ათეულის წევრი)!
2018 წელს სამეცნიერო საზაფხულო ბანაკიდან გაემგზავრა პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში!
2017, 2018 და 2019 წლებში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების რეზერვისტია!
„წიგნების თაროს“ ფინალისტია!
ვაკე-საბურთალოს რაიონის „რა? სად? როდის?“ კონკურსის გამარჯვებულია!
საყვარელი ფრაზა: “If you can’t do great things, do small things in a great way.”
წყარო: komarovi.edu.ge