პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ის დღეს მარიკა ლორთქიფანიძის პანაშვიდზე იმყოფებოდა, თუმცა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კონტაქტი არ ქონია.
“თამაზი, რას გამაჩერე ეხლა შენ, რა დიდი საქმე შენ გქონდა”– მიმართა ივანიშვილმა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პირს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს პანკისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაკრძალეს, რომელიც 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის მძიმედ დაიჭრა და 10 იანვრამდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, ოპოზიცია და არასამთავრობო სპექტრი მომხდარის სწრაფ გამოძიებას ითხოვს. ოჯახის წევრები თემირლამ მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა სასიკვდილოდ უმიზეზოდ დაჭრა.