სასამართლო პრცესზე, რომელიც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, განიხილეს 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს შენობაში ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესზე აროშიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბესო ქათამაძეს აროშიძემ ესროლა მაგიდის დროშის სამაგრი. ის იყო აღელვებული. თავად ტარიელ აროშიძემ განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.
ტარიელ აროშიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად და არამიზანშეწონილად მიიჩნევს.
“ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და არასამართლიანად მიმაჩნია 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება. ამის შესახებ განვაცხადე კიდეც, მაგრამ არ გაითვალისწინეს. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, ის იყო აღელვებული და ქათამაძეს ესროლა მაგიდის დროშის სადგამი. არ არსებობს დასკვნა, სადაც აღწერილი იქნება ქათამაძის დაზიანებები”.
გურია ნიუსის კითხვაზე, რატომ არ საუბრობენ აროშიძის აღელვების მიზეზზე და უკავშირდება თუ არა ინციდენტი ფეისბუქსტატუსსა და “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ სტატიას, ადვოკატი ამბობს, რომ აროშიძის აღელვების მიზეზზე არც საქმის მასალებშია ნახსენები რამე. რაც შეეხება გუბერნატორის კავშირს აღნიშნულ საქმესთან, ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაასახელა ქათამაძემ საქმის უკან გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.
როგორც აროშიძის ადვოკატი ამბობს, ვერც ერთ შემთხვევას ვერ დაუსახელებენ მსგავსი შემთხვევის, როცა დეპუტატი გასამართლდა 126-ე მუხლით.
მოსამართლე მარინა კიკნაძემ აროშიძეს 5000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.