„ტარიელ კალანდაძე გააგრძელებს ოზურგეთის # 4 სკოლის ხელმძღვანელად მუშაობას, ამჯერად, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – ისევე, როგორც რამდენიმე სხვა სკოლის წარმომადგენელი. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები შესაბამისი კოლეგიიდან, გარკვეულ ცვლილებებს გაითვალისწინებენ სამომავლოდ. და იმედს ვიტოვებ ასევე, რომ მიღებული წესი, არა წესის გისოსებში გაჯიუტებას, არამედ გამონაკლისის წესის ნაწილად ქცევას მოემსახურება – თუ ის იმ საქმეს წაადგება, რისთვისაც ეს წესი იყო ჩაფიქრებული წესით,” – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
„გურია ნიუსი“ ტარიელ კალანდაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი რამდეხნიანი იქნება მისი პოსტსზე დარჩენა.
„ეს არის მინისტრის გადაწყვეტილება და ყველა იმ სკოლას ეხება სადაც დირექტორის არჩევნების შედეგად არ მოხდა დირექტორების არჩევა. სხვა ინფორმაციას დეტალურად მე არ ვფლობ,“ – გვითხრა ტარიელ კალანდაძემ.
ავტორი