უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტთან, საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ინციდენტის გამოსაძიებლად შემთხვევის ადგილზე სპეციალური ლაბორატორია შეიქმნა.
ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.