https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

წელს, ოზურგეთში ცოფის საწინააღმდეგო აცრა 1013-მა ადამიანმა გაიკეთა – ელზა სიმონიშვილი

10:50; 28.09.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ცოფი  ვირუსულ–ინფექციური დაავადებაა.  იგი  ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე შეუქცევადი დაზიანებით მიმდინარეობს და სამწუხაროდ, 100%-იანი სიკვდილით სრულდება.

როგორც წესი, ცოფს ყველაზე ხშირად ავრცელებენ ქუჩის ძაღლები და კატები. ასევე ინფექციის გამავრცელებელი შეიძლება იყოს მელა, მგელი, ღამურა, მღრღნელი. ცოფით შეიძლება დაავადდეს ცხენი, კურდღელი, დათვი, ლომი, ღორი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი  პირუტყვი.

ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. ინფიცირებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაშიც თუ სრულიად შემთხვევით დაავადებული ცხოველის ნერწყვი მოხვდა თვალის, ცხვირის ან პირის ღრუს ლორწოვანში. ვირუსი ორგანიზმის პერიფერიული ნერვული ბოჭკოებით ზურგის ტვინს გადაეცემა, შემდეგ თავის ტვინს და საბოლოოდ ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით პერიფერიულ ნერვებსა და სხეულის სხვა ნაწილებს მოიცავს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ნაკბენი, ნაკაწრი თუ ნერწყვი თავის, სახის, კისრის, მტევნის, ხელისა და ფეხის თითების, გენიტალიების მიდამოში.

როგორც ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ელზა სიმონიშვილი აცხადებს, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში მ/წ იანვრიდან-  სექტემბრამდე ანტირაბიულ კაბინეტს ცოფის საწინააღმდეგო აცრისათვის მიმართა-1013 ადამიანმა, რომელთაც ჩვენების მიხედვით დაენიშნათ აცრის პირობითი ან სრული კურსი.

_ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ციფრი ვერ ასახავს არსებულ რეალობას, რადგან არის გარკვეული კატეგორია დაკბენილებისა, რომელთაც არ მიუმართავთ სამედიცინო დაწესებულებისათვის , ამიტომ ისინი ამ სტატისტიკის მიღმა დარჩნენ.

_ როგორ შეიძლება ადამიანი დაავადდეს ცოფით?

_ ადამიანს ცოფი შეიძლება გადაედოს დაავადებული ცხოველისაგან დაკბენის, დაკაწრვის, დადორბლვის შემთხვევაში, თუმცა რადგანაც ცოფი მიეკუთვნება მაღალი რისკის ინფექციებს, შეხებაც კი ავადმყოფ ცხოველთან შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.

– როგორ ამოვიცნოთ ცოფის სიმპტომები?

– ხშირად დაავადება იწყება ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის სურათით, კერძოდ ვლინდება:

საერთო სისუსტე;

თავის ტკივილი;

მაღალი ტემპერატურა.

პაციენტმა შეიძლება შენიშნოს ნაკბენი მიდამოს შეწითლება, უჩიოდეს წვასა და ტკივილს.

ამ სიმპტომებს თანდათან ერთვის უძილობა, გაღიზიანებადობა, ჰაერისა და წყლის შიში. ცოფით დაავადებულ ადამიანს წყლის დანახვისას ეწყება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების სპაზმი, გამოჰყოფს დიდი რაოდენობით ნერწყვს, დორბლს.

ბოლოს ვითარდება ბოდვა, ჰალუცინაციები, დამბლა. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 7-8 დღეში კი პაციენტი იღუპება.

– ნაკაწრი უფრო საშიშია თუ ნაკბენი და რატომ?

– სახიფათოა როგორც ნაკბენი, ისე ნაკაწრი და დანერწყვა. გახსოვდეთ, რომ ცოფის ვირუსი ორგანიზმში არა მხოლოდ ჭრილობიდან, არამედ დაუზიანებელი ლორწოვანიდანაც აღწევს, მაგრამ რაც უფრო ღრმა, დიდი და მრავლობითია ნებისმიერი ლოკალიზების ნაკბენი ჭრილობა მით მეტად საშიშია!

საჭიროა დაუყოვნებლივი კომბინირებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ორგანიზმში ცოფის ვაქცინის გარდა ანტირაბიული იმუნოგლობულინის შეყვანას გულისხმობს.

_ როგორ გავუწიოთ დაზარალებულს პირველადი დახმარება ექიმთან ვიზიტამდე?

– პირველ რიგში ნაკბენი ადგილი უნდა ჩამოიბანოს საპნით და გამდინარე წყლით ან საპნიანი ხსნარით მრავალჯერადად, ეს პროცესი უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 10–15 წუთი. შემდეგ ჭრილობა უნდა დამუშავდეს შესაბამისი ხსნარებით და დაეფინოს სტერილური საფენები.

თუ ჭრილობა სისხლმდენია მაშინვე არ შეაჩეროთ, რადგან სისხლდენისას ჭრილობიდან ცხოველის ნერწყვიც გამოიდევნება.

_ ცოფის საწინააღმდეგო შრატი კბენიდან, ნაკაწრიდან რამდენ ხანში უნდა შეიყვანოთ ორგანიზმში, რამდენ საათშია ეფექტური?

– ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება უფრო მოკლე დროში, ვიდრე ცოფის ვირუსი ჭრილობიდან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას დაიწყებს.

სასურველია აცრის დაწყება არაუგვიანეს 14 დღისა, რადგან აცრა ცოფის მიმართ შეუვალობას ქმნის პირველი აცრიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ, თუმცა დაგვიანებულ შემთხვევებშიც კი, მიმართვა აუცილებელია.

თანამედროვე  გაიდლაინებით, აცრები უნდა დაიწყოს პაციენტის მომართვისთანავე  და პარალელურად უნდა წარმოებდეს ცხოველზე დაკვირვება თუ ეს შესაძლებელია.

_ ბევრი ფიქრობს, რომ ქუჩის ცხოველის ნაკაწრი და ნაკბენი საშიშია და ოჯახში მცხოვრები ძაღლის ან კატის ნაკბენი თუ ნაკაწრი არაფერია, ეს სწორია?

– დიახ, ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს და ძალიან ცდება. ნებისმიერი ძუძუმწოვარი ცხოველის ნაკბენი ქუჩაში ცხოვრობს თუ სახლში, საშიშია. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი – ქუჩის ძაღლებსა და კატებში ცოფით დაავადების ალბათობა  გაცილებით მაღალია, მაგრამ შინაური ცხოველის ნაკბენიც და ნაკაწრიც თუნდაც აცრილი იყოს, საშიშია და რაბიოლოგთან მიმართვას საჭიროებს.

– ავლენს თუ არა ცოფიანი ცხოველი რაიმე სიმპტომს?

– დიახ, ცოფით დაავადებულ ძაღლს აქვს გარკვეული ნიშნები, რომელიც ცხოველს ეწყება დაკბენიდან 12–20 დღეში. ცხოველს ეცვლება ქცევა: გაურბის ხალხს, ყმუის, არის უხალისოდ, ხშირად ბრაზობს, არ ჭამს, არ სვამს წყალს, შეიძლება გადაყლაპოს უჩვეულო ნივთები (ხის ნაჭერი, ჩვრები, ლურსმნები). 1–2 დღის შემდეგ ხდება აგრესიული, პირიდან სდის დიდი რაოდენობით ნერწყვი, დადის ბარბაცით, გარბის სახლიდან და ხშირად იკარგება, 2–3 დღის შემდეგ ეწყება დამბლა, მე–7 ან მე–8 დღეს კი კვდება.

დაავადების ნიშნების გამოვლენამდე 10 დღით ადრე ნერწყვი საშიშია, ვინაიდან ის უკვე შეიცავს ცოფის ვირუსს!

– როდის დგება სიკვდილი და რა არის მიზეზი?

– დაავადებული ცხოველის მიერ დაკაწვრისა თუ დაკბენის შემთხვევაში, როცა პაციენტი დროულად არ მიმართავს რაბიოლოგიურ სამსახურს, შესაბამისად, არ იტარებს აცრას და დაემართება ცოფი აქ მედიცინა უკვე უძლურია.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა,რომ  ცოფი არ იკურნება. ცოფის თავიდან აცილების ერთადერთი გზა დროული აცრებია.

 ვაქცინა აცრიდან რამდენი ხანია აქტიური ორგანიზმში, აქვს თუ არა გვერდითი ეფექტი და რა ეკრძალება პაციენტს?

– ვაქცინა ორგანიზმში შეყვანიდან 2 კვირაში იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომელიც ორგანიზმში 1 წელი რჩება, მაგრამ თუ პაციენტს ამ ერთი წლის მანძილზე კიდევ უკბენს ცხოველი ხელახლა უნდა მიმართოს რაბიოლოგს, რომელიც სიმპტომებიდან გამომდინარე შეარჩევს მკურნალობის კურსს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს ცოფის საწინააღმდეგო აცრა ტარდება განმეორებით.  

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აცრებიდან 1–7 დღის შემდეგ პაციენტმა შენიშნოს:

ადგილობრივად შეწითლება, ქავილი;

კვინკეს შეშუპება;

ტემპერატურის მომატება;

გამონაყარი;

ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური რეაქცია.

ყველა ამ შესაძლო რისკის შესამცირებლად ინიშნება სათანადო რეჟიმი და დიეტა. პაციენტს პირველი აცრიდან 10 დღის განმავლობაში ეკრძალება მჟავე და მწარე კერძები, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, ღორისა და ცხვრის ხორცი და ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატი. 

პაციენტს ეკრძალება გადაღლა, გადაძაბვა, მზეზე დიდხანს ყოფნა და 6 თვით ალკოჰოლის მიღება.

_ რა ვიღონოთ ცოფის პრევენციისათვის?

_ უპირველესად უნდა გვქონდეს ინფორმაცია დაავადების შესახებ, ვეცადოთ, რომ შინაური ცხოველები გვყავდეს ვეტერინარული კონტროლის ქვეშ, დროულად ჩავუტაროთ აცრები, დავაკვირდეთ მათ ქცევებს, მაქსიმალურად შევამციროთ ქუჩის ცხოველების რაოდენობა, არ დავუშვათ ქუჩიც ცხოველთან მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში მისი ნერწყვის მოხვედრა ჩვენს სხეულზე, არ შევეხოთ  უცნობ ცხოველებს. დაზიანების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ა/რაბიულ კაბინეტს.

ინფორმაციისთვის, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან 11 საათიდან 16 საათამდე  გაიმართება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – ყველა ერთისთვის, ერთის ჯანმრთელობა ყველასთვის!  ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.
რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ელზა სიმონიშვილიცოფი
გაზიარება12Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026

არსებობს თუ არა „ადელის დიეტა“

შალვა პაპუაშვილი - ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო