ტატა გოთოშიას, ქალაქ ქუთაისში, მე-9 საჯარო სკოლის ღირსეულ პედაგოგს, მრავალი მოსწავლის სასახელოდ აღმზრდელს, დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ იუბილეს; უამრავი პროექტისა და ღონისძიების ავტორს ვუსურვებთ წინსვლას პედაგოგიურ საქმიანობაში. ქალბატონო ტატა, თქვენისთანა პედაგოგები სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას.
“გურია ნიუსის” რედაქცია

































































