გუშინ, დოჰაში სტარტი აიღო, ძიუდოს 2021 წლის პირველმა დიდმა ტურნირმა. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლის მოპოვება, 66 კილოში, ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო. მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) აგრძელებს ჭიდაობას. მან 1/4 ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ხუბეტსოვი ვაზარით დაამარცხა და ნახევარ-ფინალში გავიდა. სადაც სამხრეთ კორეელ სენგჰო ლის შეხვდა და ლამაზი ჭიდაობით, ჯერ ვაზარი აართვა მეტოქეს , ხოლო შემდეგ სუფთა გდებაც გაუკეთა. ფინალში ტატო ნინდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდება, რომელმაც ბულგარელ ივაილო ივანოსვი დაამარცხა.
ფინალური ბლოკი 18:00-დან დაიწყება.
საყურებელი ლინკი : http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=com