ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ და რობერტ შერცერმა, ერთმანეთი ნახევარი წლის წინ გაიცნეს, ბროდვეის მიუზიკლზე ერთობლივი მუშაობის დროს.
მათი ქორწილი კი “ყველაზე თავბრუდამხვევი გამოდგა” – წყვილის ჯვრისწერა ჩქაროსნულ ატრაქციონზე, ე.წ. “ამერიკულ მთებზე” გაიმართა!
დილის რვის ნახევარზე, როცა პარკში ჯერ არავინ იმყოფებოდა, ნეფე-პატარძალმა სტუმრების ყველაზე უფრო გაბედულ ნაწილთან ერთად რონოდებში “საპატიო ადგილები” დაიკავეს.
სასეირო ცერემონიას პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი რადიოშოუს ცნობილი წამყვანი კენტ ფილიპსი უძღვებოდა, რომელმაც ჯვრისწერა თავადვე “დაარეგისტრირა”.
ახალდაქორწინებულ წყვილს კი რადიოსგან საჩუქრები ერგო – საქორწინო ოქროს ბეჭდები, სამოსი ნეფე-დედოფლისთვის, დიდი ტორტი და საგზური ჰავაის კუნძულებზე თაფლობის თვის გასატარებლად.