ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანას ფულის გადატანისას დააყაჩაღეს.
თავდამსხმელებმა ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, ინკასატორი დაიჭრა. მას საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.