უკრაინაში უცნობმა თავდამსხმელებმა ისტორიულ მე-18 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარს ბენზინის ბომბები ესროლეს, ხოლო მღვდელს თავს დაესხნენ. აღნიშნულ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, წმინდა ანდრიას სახელობის ტაძრისთვის დაშენილი ბობები არ აფეთქდა და ტაძარი არ დაზიანებულა.
euronews-ის ინფორმაციით, უკრაინა მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებენ.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, თავდასხმა კიევსა და მოსკოვს შორის მზარდ დაძაბულობას დაემთხვა.
როგორც ცნობილია, უკრაინა ცდილობს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან საუკუნოვანი კავშირი გაწყვიტოს და ახალი ეროვნული დამოუკიდებელი ეკლესია შექმნას.