“ქართული ოცნების” დეპუტატი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი მედიასთან არ პასუხობს კითხვას, რამდენად სწორი და ეთიკური იყო მისი მხრიდან პლენარულ სხდომაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას ნომრის გასაჯაროება.
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კი რომელმაც ნომერი თავადაც გააჟღერა ამბობს, რომ გავრამიას ნომერი ისედაც აქვს, ხოლო წულუკიანი თავისი ნომრის დასახელებას ვერ ბედავს.
“თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის დასახელება, გაბედოს, რათ მინდა გვარამიას ტელეფონს რომ მეუბნება, ვიცი გვარამიას ტელეფონი ისედაც და თუ მჭირდება ვუკავშირდები. ეს არის, რომ ქართული ოცნება მოწყვეტილია ხალხს და ამის სათქმელად ვართ აქ შემოსულები ზუსტად”, – თქვა ელკო ელისაშვილმა.
მისი განცხადებით, იურისტი არაა და ვერ შეაფასებს რამდენად სწორი და ეთიკური იყო ნიკა გვარამიას მობილურის ნომრის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ გვარამიას დაურეკოს და რასაც დაარიგებს პარლამენტში ის ილაპარაკოს.
შეგახსნებთ, რომ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილმა გაიმეორა მობილურის ნომერი და თქვა, რომ მას მომავალი 4 წელი უკვე როგორც დეპუტატი ისე უპასუხებს. მსგავსი კამპანია მას წინასაარჩევნოდ ჰქონდა.
ამავე თემაზე: გვარამია წულუკიანზე: “უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია, ყველანაირ დევნილად მაქცია”