“ნუღარ დავკარგავთ დროს ახსნა-განმარტებებში, შევინარჩუნოთ მოტივაცია მოწოდების სიმაღლეზე და ქიფ გოინგ! ეჰედ!” _ ბლოგერი გურამ შეროზია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
22 წლის ასაკში პირველად გადავკვეთე საზღვარი ყირგიზეთისკენ და ბარემ ერაყში წათრეულიყო, უარესი ვერაფერი ნახაო?
– მერე უკრაინაში დამაფინანსეს და პოსტ სსრკ-ს ვერ გაცდა ეს უბედურიო;
– 23 წლისამ ბინა ვიყიდე პლეხანოვზე და უფრო ძველი უბანი ვერაფერი ნახა, თავზე ჩამოენგრევაო;
– მეგრელი გოგო მომწონდა და პროვინციელი პროვინციელს ეტანებაო;
– “კარენაია” შეყვარებული გავიჩინე და მომინდომა ამ სოფლელმა თბილისში ჩასიძება, არ უყვარს ალბათო;
– კარგად ვსწავლობდი და “აჩქარიკა შკოლნიკიაო”;
– ოდნავ მოვუკელი რაღაც პერიოდი სწავლას და აი დებილი ყოფილაო;
– ქართულ სტერეოტიპებზე ვიხუმრე და სოროსი აფინანსებს, ჩვენ რომ გაგვრყვნასო, საქართველო ვაქე-ვადიდე და ეტყობა ევროპა არ უნახავს ამ ყანწიან “ღრუზინსო”;
– ფლაიერებს ვარიგებდი და პატრონი არ ჰყავს ამ საცოდავსო;
– ბანკში დავსაქმდი და ალბათ ფულებს ითვლის, ამას სწავლაზე კონცენტრირება არ ჯობიაო?
– მანქანა ვიყიდე და ამხელა ვირი გოლფში ოთხად მოკეცილი ზისო;
– ჯიპზე გადავჯექი და ქალაქში ჯიპი რად უნდა, პერო აქვს გარჭობილიო;
– ხალხი დავასაქმე და თავისი პრესტიჟისთვის აკეთებს, მერე რომ დაამადლოსო;
– მეორე ბინა ვიყიდე და ამდენი ფული საიდან აქვს ბლოგებით, ვიღაც მდიდართან წევსო;
– თავისუფალი სექსის და “ბოზობის” გასინონიმება გავაპროტესტე და ალბათ ბოზები არიან მთელი ჯიშიო…
მორალი: ამხელა ბიჭი ვარ, რას აღარ ვეცი და ამათი მოსაწონი მაინც ვერაფერი გავაკეთე!
ჰოდა, ნუღარ დავკარგავთ დროს ახსნა-განმარტებებში, შევინარჩუნოთ მოტივაცია მოწოდების სიმაღლეზე და ქიფ გოინგ! ეჰედ!”, _ წერს გურამ შეროზია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.