მსოფლიოს 15 ქალაქის შემდეგ, Miami Ad School-ის საერთაშორისო ქსელს სულ მალე Miami Ad School Tbilisi შეუერთდება.
Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. სკოლა პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს.
Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, “ქოფი”, ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა.
სტუდენტები Miami Ad School Europe-სთან კოლაბორაციის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით ისწავლიან და სრულფასოვნად ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც საერთაშორისო სკოლა მომხმარებლებს სთავაზობს.
ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები პირველ წელს თბილისში, კახა ბენდუქიძის კამპუსში, მომდევნო წელს კი Miami Ad School-ის ქსელის სხვა სკოლებში ისწავლიან, ასევე პრაქტიკას გაივლიან და რეალურ პროექტებზე იმუშავებენ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები Miami Ad School Europe-ს გაცემულ სერტიფიკატს მიიღებენ.
Miami Ad School Tbilisi-ს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე – Miamiadschool.ge
Miami Ad School-ის შესახებ კი შემდეგ ბმულზე –Miamiadschool.com
(R)