“თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. პოლიტიკური პარტიების განცხადებით, ისინი დეტალურად გაეცნენ ცვლილებების საბოლოო პროექტს და დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ცვლილებები სახელისუფლებო პარტიაზეა მორგებული. ამიტომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.
“საქართველოს პრეზიდენტის არჩევისა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის ისტიტუტის უფლებამოსილების დაცლისკენ, მმართველ გუნდს კი ამ ინსტიტუტზე კონტროლის საშუალება ეძლევა. კანონპროექტში გათვალისიწნებულია მხოლოდ ოცნების მიერ გამოხატული პოზიციები და უგულვებელყოფილია პარტიების არასამთავრობოების, სახალხო დამცველის შეთავაზებები. აღნიშნული გვარწმუნებს, რომ ოცნებას სურდა კომისიით შეეფუთა წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი ცვლილებები”, _ განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა შალვა შავგულიძემ.
მისი თქმით, ხმის მიცემის პროცედურაში მათ არ ექნებათ გავლენა, შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით კი პარტიებს შორის კონსულტაციები გრძელდება და სამომავლო გეგმებზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
საკონსტიტუციო კომისია 18-19 აპრილს დატოვეს “პატრიოტთა ალიანსმა” და “ნინო ბურჯანაძე”სია 10 აპრილს დატოვა პარტიამ “სახელმწიფო ხალხისთვის”. 13 აპრილს კი კომისიის მუშაობას “ნაციონალურმა მოძრაობა” გამოეთიშა.
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 19 აპრილს დაასრულა და ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს გადაეგზავნა. სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.