თქვენ გაქვთ ორი არჩევანი, ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა – ამ განცხადებით ნიკა გვარამიამ პროკურატურას მიმართა.
ნიკა გვარამიას თქმით, ის არ გადაიხდის არანაირ გირაოს.
„პროკურატურას ვეუბნები, თქვენ გაქვთ ორი არჩევანი, როდესაც შეხვალთ სასამართლოში – ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა. მე არ მოგცემთ შესაძლებლობას არც ერთი მესამე ვარიანტის. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს. მაღალს, უბრალოდ, ვერ და დაბალს _ არ! იმიტომ, რომ მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ არანაირ კომპრომისს. არანაირი შინაპატიმრობა. პირდაპირ გეუბნებით, ყველა აღკვეთის ღონისძიებას დავარღვევ, არ დავემორჩილები, ამას ვეტყვი სასამართლოსაც,“ _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.