ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც დამამშვიდებელ, ტკივილგამაყუჩებელ, ანთებისა და ნერვული კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებად, კუჭ-ნაწლავის სპაზმების და თირკმლების ჭვალის მოსახსნელად. ამ თვისებების გამო თანამედროვე მედიცინაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ანტისპაზმური საშუალებაა.
თავყვითელას დანაყილი ფოთლების დადება შველის არა მარტო ჩირქოვან მუწუკებს, არამედ გამაგრებულ სარძევე ჯირკვლებსა და ჰემოროიდულ კვანძებს.
ნედლი ფოთლები კარგად უნდა დასრისოთ კარაქში ან მზესუმზირის ზეთში, დაიდოთ მტკივნეულ ადგილზე და შეიხვიოთ, საფენი გამოცვალეთ 2-ჯერ დღეში.
თავყვითელას დანაყილი ფოთლები შეიძლება გამოიყენოთ პანარიციუმისა და ჰემოროის სამკურნალოდ ცივი კომპრესის სახით, თირკმლების ჭვალის დროს კი დაიდეთ თირკმლებზე და შეიხვიეთ.