ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია “მთავარ არხს” კრიტიკული პოსტით მიმართავს:
“გუშინ გვიან ვნახე ბავშვთა პორნოგრაფიაზე მთავარი არხი • Mtavari Arkhi-ს სიუჟეტი. რაც ვნახე, იმას იმდენად არ მოველოდი, რომ ენა ჩამივარდა. ვერც კი გავბრაზდი, უმწეოდ ვიგრძენი თავი. საქვეყნოდ გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას, მუსიკებიც კი ჩაგვირთეთ შესაბამისი და თავზე დაგვაფარეთ ბავშვების ტრ***ბი…
ერთადერთი კითხვა მაქვს – რატომ?
რა დაგიშავეს იმ ბავშვებმა, რომლებმაც ამოიცნეს საკუთარი თავი და შესაძლოა ერთმანეთიც, და შესაძლოა, მათმა ახლობლემაც ამოიცნეს ისინი?
რა დაგიშავეთ ჩვენ, რომ მუსიკალური გაფორმებით გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას?
რატომ გააბედნიერეთ პედოფილები, რომელთაც სასწაული მასალა მიართვით უფასოდ და უპრობლემოდ, ნუ, ოდნავ გაფუჭებული რეზოლუციით, მაგრამ მაგას როგორმე გადაიტანენ.
რატომ?
რაააატოოოოომ?
ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში!
გამეცით პასუხი კითხვაზე – რატომ?” – წერს ბაია პატარაია.
ცნიბისთვის, საზოგადოების აღშფოთების შემდეგ, აღნიშნული სიუჟეტი “მთავარმა არხმა” საიტიდან წაშალა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მასალა უცხოურ ვებგვერდებზე გავრცელდა.