https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თბილისელი „პადძელნიკი“ სპილოს თავგადასავალი

21:10; 15.10.2017
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი „კრიმინალური ქრონიკის“პირველი სტუმარი მილიციის პოლკოვნიკი გივი ბაქრაძე ბრძანდება, რომელიც ორ საინტერესო შემთხვევას გაიხსენებს.

ბატონი გივის პირველი მოგონების მთავარი გმირი თბილისის ზოოპარკში მობინადრე ერთი ჩვეულებრივი სპილო ბრძანდება. თავის დროზე ამ პატივსაცემ ცხოველს დიდი კრიმინალური ბიოგრაფია ჰქონია.

„გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს თბილისში ბინის ქურდობები გახშირდა. დავადგინეთ, რომ ბინის ქურდობებს ძირითადად ერთი ადამიანი სჩადიოდა, რაზეც დანაშაულის ხელწერა მიგვითითებდა: უცნობი ქურდი ბინაში შესვლის წინ საკეტს ხელის ბურღის დახმარებით ტეხდა, შემდეგ ბინაში შედიოდა, იქაურობას პირწმიდად ასუფთავებდა და უჩინარდებოდა…

ერთი სიტყვით, მარტიდან მოყოლებული, ივლისის ჩათვლით, ქურდმა თერთმეტი ბინა გაძარცვა და ჯამში, 100 ათასი მანეთის ქონება მიისაკუთრა, რაც იმ დროისთვის ფანტასტიკური თანხა იყო. დიდი თავსატეხი გაგვიჩნდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენი მაშინდელი მინისტრი, შევარდნაძე, ჩვენს უფროსს მოხსნითაც კი დაემუქრა. უფროსმა კი შევარდნაძის რისხვა ჩვენზე გადმოიტანა და ჩვენც დღე-ღამეს ვასწორებდით ქურდის ძებნაში. მრავალი მახე დავაგეთ, მაგრამ, უშედეგოდ.

ივლისის ერთ ძალიან ცხელ დღეს კი ერთ-ერთი ოპერჯგუფი ვიღაც ბიჭს გაეკიდა, რომელსაც უთენია სპორტული ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. მდევრები რომ დაინახა, ბიჭი ზოოპარკში შევარდა… ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა ოპერჯგუფი ზოოპარკში შევყარეთ და სპილოს სადგომს შემოვარტყით ალყა, სადაც ის გაქცეული ბიჭი შევიდა.

უცებ, სადგომიდან სპილო გამოვიდა, რომელმაც წყლის ჭავლი მოგვიშვა, აქეთ-იქით მიმოგვფანტა და ბიჭს გასაქცევად გზა გაუხსნა, მაგრამ ბიჭი მაინც შევიპყარით. შემდეგ სპილოს სადგომშიც შევედით, იქაურობა გავჩხრიკეთ და უამრავი ნივთი აღმოვაჩინეთ – თურმე ბიჭი ნაქურდალს იქ ინახავდა. მოუხელთებელი, ქურდი აღმოჩნდა 19 წლის ბიჭი, რომელიც სპილოს მომვლელად მუშაობდა ზოოპარკში.

დამნაშავე, ბიჭი, რა თქმა უნდა, გაასამართლეს, სპილო კი არ დაუსჯიათ –  უბრალოდ, მას ახალი მომვლელები მიუჩინეს“.

ბატონი გივი კიდევ ერთ „არაჩეულებრივ ისტორიას“ შემოგვთავაზებს.

„1974 წელს ყრუ-მუნჯთა ორგანიზებულ ჯგუფს „დავასხედით კუდზე“, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკანონო სავალუტო ოპერაციებს ახორციელებდა. მათ საკმაოდ მსხვილი თანხა ჰქონდათ დაგროვილი და უცხოეთში აპირებდნენ მის გატანას. საუბარი იყო 300 ათას დოლარზე და მსხვილკარატიან ალმასებზე. ამიტომ, საუკეთესო ძალების მობილიზება მოვახდინეთ, მათზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დავაწესეთ და ყრუ-მუნჯთა სკოლიდან ორი პედაგოგი ავიყვანეთ, რომლებიც ბოროტმოქმედთა ჟესტების ენას გაგვიშიფრავდნენ. პარალელურად კი, თვალთვალის მთელ პროცესს ფირზე ვიწერდით და სამსახურში რომ ვბრუნდებოდით, ყველაფერს დაწვრილებით ვაშიფრინებდით მეორე პედაგოგს.

ერთ საღამოს, როდესაც რესტორან „არაგვში“ ყრუ მუნჯთა თავკაცი ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორს შეხვდა, ჩვენთან მყოფმა ყრუ-მუნჯების პედაგოგმა გვითხრა:

– ხვალ, საღამოს 8 საათზე ყრუ-მუნჯს ფულს და ალმასებს მიუტანენ და უცხოელი წაიღებს. შემდეგ კი დიპლომატიური ბარგით ამერიკაში გაიტანსო.

ჩვენი მეგზური პედაგოგი სახლში გავუშვით დასასვენებლად და სამსახურში დავბრუნდით. იქ კი მეორე პედაგოგი დაგვხვდა, რომელსაც ფირი ჩავურთეთ, რომ ყრუ-მუნჯთა საუბარი დაწვრილებით გაეშიფრა და ფურცელზე გადაეტანა. იმ ღამეს მორიგე ვიყავი და სრული თარგმანის ტექსტი ღამის 3 საათზე შემომიტანეს. წავიკითხე და გავოგნდი. ფურცელზე გარკვევით ეწერა, რომ ალმასებისა და 300 ათასი დოლარის გადაცემა საღამოს 9 საათზე უნდა მომხდარიყო. ანუ, მაშინ, როდესაც ჩვენ თვალთვალი „მოვხსენით“ და რესტორნიდან წამოვედით.

ტვინში დამცხა. სასწრაფოდ შევკრიბე ოპერატიული ჯგუფი და ყრუ-მუნჯების შეფის სახლისკენ გავემართეთ. იქ კი გათიშული ბინის პატრონი და მისი უგონოდ მყოფი ამერიკელი კოლეგა დაგვხვდნენ, რომლებიც გაკოჭილებიც იყვნენ. ნათელი იყო, რომ ყრუ-მუნჯთა პედაგოგმა გაგვაცურა. სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია, 300 ათასი დოლარი და მსხვილკარატიანი ალმასები გაიტაცა და მიიმალა. თუმცა, შორს ვერ წავიდა. სამი დღის მერე მაღაზია „ბერიოზკაში“ ავიყვანეთ, როდესაც საექსპორტო რუსულ არაყს ყიდულობდა დოლარებით“.

დღევანდელი „კრიმინალური მოგონებების“ მომდევნო სტუმარი მილიციის პოლკოვნიკი შერგილ ბახია ბრძანდება. ახალგაზრდობაში ბატონ შერგილს მოსკოვში მუშაობა მოუწია და ეს „შემთხვევაც“ საბჭოეთის დიდ დედაქალაქში გადახდა.

„გასული საუკუნის 70-იან წლებში მოსკოვში, ბაბუშკინის რაიონში ვმუშაობდი უბნის ინსპექტორად. ჩემს გამგებლობაში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი შედიოდა, სადაც ამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ცხოვრობდნენ.

ცოდვა გამხელილი ჯობს და, უნდა გამოვტყდე, რომ ამ საერთო საცხოვრებელში ხშირად დავდიოდი სტუმრად, რადგან ახალგაზრდა და უცოლო ვიყავი, საერთო საცხოვრებელში კი მშვენიერი რუსი გოგონები ცხოვრობდნენ. თუმცა, ამას ყოველთვის სამსახურიდან თავისუფალ დროს ვაკეთებდი.

1972 წლის 31 დეკემბერია. ჩემს ნაშასთან ვარ, რომელსაც დუნია ერქვა და ერთოთახიანში ცხოვრობდა. ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც სამი საათით ადრე, მაშინ, როდესაც მე და დუნია ერთმანეთით ვტკბებოდით, საშინელი ღრიალის და წივილ-კივილის ხმა მოგვესმა. ხმაური ძლიერდებოდა. ამიტომ, ავდექი, სწრაფად ჩავიცვი და დერეფანში გავედი.

გავედი და რას ვხედავ – უზარმაზარი აღნაგობის წითურთმიანი რუსი ყმაწვილი, რომელიც უზარმაზარ ტრუსებში იყო გამოწყობილი, კინგ კონგივით გამწარებული დარბის აქეთ-იქით და ღრიალებს: ქალი, ქალი, ქალი მინდაო. თან აქეთ-იქით აწყდება და გოგონების ოთახების კარებების შემტვრევას ცდილობს, შეშინებული გოგონები კი თავიანთი ოთახებიდან კივიან და მილიციას მოუხმობენ. აგზნებულმა წითურმა რომ დამინახა, რატომღაც, ჩემკენ გამოქანდა ღრიალით. წესით, უნდა გავრიდებოდი, მაგრამ მილიციელი ვიყავი, გაქცევა ვითაკილე და ფეხი არ მომიცვლია, წითური კი ღრიალით მორბოდა. ნახევარ ნაბიჯში რომ მომიახლოვდა და უზარმაზარი ტორები აღმართა, მე მას რკინის სკამი შევაგებე შუბლში, წითური გონებადაკარგული ძირს დავაგდე და ზეწრით გავკოჭე, რომელიც დუნიას ოთახიდან გამოვიტანე სასწრაფოდ.

წითური მალევე მოვიდა გონს და ღრიალი განაგრძო. ამასობაში კი სასწრაფო და მილიცია მოვიდნენ. ექიმებმა წითურს დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთეს და სტაციონარში წაიყვანეს. მილიციამ კი მოკვლევა დაიწყო. როგორც გაირკვა, გამხეცებული წითური ვეტერინარული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ყოფილა, რომელიც სამადგილიან ოთახში ცხოვრობდა ჯგუფელებთან ერთად. მას თავისი მეგობრის კომოდიდან ბოთლი გამოუღია, რომელზეც ეწერა „კოქტეილი“ და სასმელი ნახევრამდე გამოუცლია. სასმელში კი თურმე ცხენის აღსაგზნები წამალი იყო გარეული, რომელიც წითურის მეგობარს ერთი გოგონასთვის ჰქონია შენახული. სწორედ ამ „ცოფიანი“ კოქტეილის დიდმა დოზამ გამოიწვია წითურის ასეთი საშინელი აღგზნება, რის გამოც მან ახალი წელი საგიჟეთში გაატარა“.

დღევანდელ მოგონებებს პოლკოვნიკი ბორის მესხი დაასრულებს.

„ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ მილიციის კაპიტანი ონისე გასვიანი, რომელიც განსაკუთრებული სიმამაცით იყო გამორჩეული. ჩვეულებრივი აღნაგობის მიუხედავად, 180 სანტიმეტრი და 80 კილოგრამი, ონისე არაადამიანური ძალის პატრონი იყო და იფიქრებდით, რკინა-ბეტონისგანაა ჩამოსხმულიო.

1976 წლის თებერვალში მე და ონისე მოსკოვში გაგვაგზავნეს ორთვიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ჩვენ „მურის“ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და მეცადინეობებზე „ემვედეს“ სპორტდარბაზში დავდიოდით, სადაც ძიუდოისტთა ბაზაც იყო და საბჭოთა ნაკრები ვარჯიშობდა.

ერთ მშვენიერ დღეს სასროლეთიდან ამოსულებს გზა აგვერია და გასასვლელის ნაცვლად, საჭიდაო კომპლექსში ამოვყავით თავი.

დავბორიალობთ, გასასვლელს ვეძებთ და ამ დროს ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსულ, შუა ხნის იაპონელ მამაკაცს ონისე შემთხვევით დაეჯახა და წააქცია. ძალიან შეწუხდა, მოუბოდიშა და ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად. ის გამხდარი იაპონელი კი მარდად წამოხტა ფეხზე, ონისეს სილა გააწნა და მედიდური გამომეტყველებით დააპირა იქიდან წასვლა. მაშინ ონისემ ქეჩოში ჩაავლო ხელი, პანღური ამოარტყა და ქართულადაც შეუკურთხა. იაპონელი არ წაქცეულა, რადგან ონისემ მისი ასაკი და აღნაგობა გაითვალისწინა. უბრალოდ ამოარტყა პანღური, თორემ ძალა რომ ეხმარა, იმ გამხდარ იაპონელს კედელზე ტყლაპივით ააკრავდა.

ეს ეპიზოდი იმ პანღურამორტყმული იაპონელის თანმხლებმა პირებმა იხილეს, რომლებიც კიმონოებსა და სუმოისტების უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილი. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ეს ექვსი გოლიათი, პანღურამორტყმულის ბრძანებით ონისე გასვიანისკენ დაიძრა. პირველად ონისესთან თეთრკიმონოიანი გოლიათი ძიუდოისტი მივიდა და საყელოში სცადა მისთვის ხელის ჩავლება. ონისემ დაასწრო, კიმონოში სწვდა, კისრულზე წამოიღო და ძირს დაანარცხა. შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მძაფრსიუჟეტიან ბოევიკში. ონისემ კიდევ სამი ძიუდოისტი აფრინა აქეთ-იქით და მათ ერთი გოლიათი სუმოისტიც მიაყოლა. მეორე სუმოისტს კი „ბოინგივით“ დაეჯახა, კედელს შეახეთქა და გონმიხდილი ძირს დააგდო.

პანღურამორტყმული იაპონელი, მათი ცოცხალი ლეგენდა, ვინმე ასახი აღმოჩნდა. მას ძიუდოისტები და სუმოისტები მამას უწოდებდნენ და თითქმის ყველა იაპონელი ჩემპიონი მისი აღზრდილი ყოფილა. ამიტომაც გააოცა თავისი აღზრდილების ასეთმა „გაფარჩაკებამ“. მისი აღსაზრდელები კი, რომლებიც ონისემ აქეთ-იქით მიყარ-მოყარა, აღმოჩნდნენ ცნობილი სუმოისტი, დაუმარცხებელი ჩემპიონი კასატუმუ და ასევე დაუმარცხებელი ძიუდოისტი ჩემპიონი, იამასიტა. იამასიტა იმ პერიოდში ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსს ატარებდა, ორი თვის მერე მეორედ მოიგო ეს ტიტული, შემდეგ მესამედაც და ისე დატოვა ტატამი, არ წაუგია.

ერთი სიტყვით, სკანდალი სახეზე იყო და დაქოქილი ონისე უკვე შეტევაზე გადასვლას აპირებდა იაპონელების „მეორე წრეზე“ გასაშვებად, რომ ძიუდოს დარბაზიდან საბჭოთა მოჭიდავეები და მათი მწვრთნელებიც გამოვიდნენ. მათ შორის ცხონებული შოთა ჩოჩიშვილიც იმყოფებოდა. ისინი იაპონელ ათლეტებს ელოდნენ, რომ ერთობლივი წვრთნა ჩაეტარებინათ. მიყრილ-მოყრილი იაპონელების მამა დემონსტრაციულად შეტრიალდა და შერცხვენილმა დატოვა იქაურობა. ჩოჩიშვილმა და მისმა მეგობრებმა იქვე შეგვარიგეს იაპონელ ათლეტებთან და ჩვენი გზით წამოვედით.

საღამოს კი ჩვენს საერთო საცხოვრებელში თავად იაპონელი ათლეტების მამა ასახი გვეწვია თარჯიმანთან ერთად. ონისეს ეხვეწებოდა, მასთან დაეწყო ვარჯიში და ჰპირდებოდა, ჩემპიონს გაგხდი და მილიონერი იქნებიო. ონისემ ასახი უარით გაისტუმრა. მისგან კი ერთი თვის მერე, სამურაის ხმალი მიიღო საჩუქრად, რომელიც ტოკიოდან თბილისში ჩამოუვიდა“. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024
ა კიდო

“ნემეტარი გლახათ ვარ, თუ ვინიცობა და წევიღე წერილი…”- გურული ქალის ანდერძი ქმარს

17:03; 6 დეკემბერი, 2023

„რა მომცა ჭადრაკმა? _ ყველაფერი, ფულის გარდა!“

დატბორილი სახლები, გზები, განადგურებული ნათესები _ გურიაში სტიქიაა (ფოტოები)

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო