ამ წუთებში სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მე-11 საერთო კრება.
ქარტიის წევრებმა უკვე მოისმინეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის ნანა ბიგანიშვილის საანგარიშო მოხსენება, რომლის შემდეგ ქარტიის წევრებს პრიზები გადაეცათ.
მეხუთე პრიზი _ ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება; ნომინაცია საუკეთესო სტატია _ ლუკა პერტაია, ნეტგაზეთი; ნომინაცია გამოძიება _ ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი, ნამუშევარი-იაფი ფული მილიონრებისთვის.
16 საათისთვის ქარტიის წევრები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.