“მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი და დამფუძნებელი ანა დოლიძე შესაძლებელია გურიაში დეპუტატობის კანდიდატი გახდეს.
ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, თბილისში იყრის კენჭს თუ გურიაში, აგვისტოს ბოლოს მიიღებს.
“ჯერჯერობით არის დრო დარჩენილი გადაწყვეტილების მიღების ვადამდე და მინდა ეს პერიოდი კარგად გამოვიყენო. მინდა კარგად შევისწავლო, დაკვეთა რა არის მოსახლეობის და მეორე მხრივ, რამდენად თანაზომიერია ამ დაკვეთაში ჩემი საკუთარი ძალები. ყოველდღე ვმუშაობ მოხალისეთა ჯგუფთან და ყოველდღიურად გვაქვს აქტიური შეხება ხალხთან, რადგან ზუსტად გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ. დღეს ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა”.
“ ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე კონკურენცია იქნება დიდი და ის ამ ბრძოლისთვის მზად არის.