თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების, მათ შორის სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ბავშვების გადაყვანას შესძლებენ, _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქლაივისას“ გაკეთა.
„მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ველოსიპედების შემოყვანას მომდევნო თვეების განმავლობაში აპირებს და ამ ველოსიპედებით სარგებლობის საფასურს მოსახლეობა, სავარაუდოდ, მეტრომანებით გადაიხდის.