გარკვეული ჯგუფების მიერ თბილისის მერიის სახელით სარგებლობასთან დაკავშირები დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში პერმანენტულად აქტიურდებიან მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც, ვითომდა სადარბაზოების დეზინფექციის მიზნით, დედაქალაქის მცხოვრებლებს გარკვეული თანხის გადახდას სთხოვენ.
„გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს გაურკვეველი მომსახურებისთვის“, _ აცხადებენ მერიაში.