თბილისის მერი კახა კალაძე შვილმოკლულ მამებს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირიდან გაყვანით ემუქრება.
კალაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ 7 დეკემბრამდე შვილმოკლული მამები პარლამენტის წინ პროტესტს არ შეწყვეტენ, მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს.
კანონი ყველასთვის არის მარტივი გამოსავალი“,_აღნიშნა მერმა.