თბილისის მეტროს მემანქანე COVID-19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013″ ავრცელებს.
გარდაცვალების ფაქტს, სატრანსპორტო კომპანიაშიც ადასტურებენ.
შეგახსენებთ, თბილისის მეტროს მემანქანეებში, კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა.



































































