თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისის მეტროს სადგურებზე მოძრაობა აღდგენილია. “თბილისის მეტროს სადგურების: ახმეტელის თეატრი – სარაჯიშვილის მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოიფხვრა 17:45 სთ-ზე და მოძრაობა სრულად აღდგენილია თბილისის მეტროს პირველ ხაზზე (ახმეტელის თეატრი – ვარკეთილი).შეგახსენებთ, რომ 13:35 სთ-დან ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები არ გადაადგილდებოდა სადგურებზე – ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი”,