„როგორია ცხოვრება თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ქალაქში“_ ამ სათაურით ფოტოგრაფ ჯულიენ ბოუდეტის ფოტოებს ამერიკული გამოცემა WMAGAZINE აქვეყნებს.
მაუწყებლის ცნობით, ფოტოგრაფი ჯულიენ ბოუდეტი, რომელიც თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს დაესწრო, რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებას იღებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის და შავი ზღვის სანაპიროს შორის მდებარე საქართველოს დედაქალაქი საბჭოთა კავშირის მმართველობიდან 1992 წელს გათავისუფლდა.
ლეგენდარული ტექნო კლუბებით, მუზეუმებით, კულინარიით თბილისი ცვლილებების შუაგულშია.
„გურია ნიუსი“ WMAGAZINE-ს მიერ გამოქვეყნებული 20 ფოტოდან რამდენიმე კადრს გთავაზობთ, დანარჩენი ფოტოების ნახვა კი მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ: