იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩლაძე აირჩიეს.
მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ დაასახელა.
მის კანდიდატურას მხოლოდ ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი.
მიხეილ ჩინჩალაძე 10 წელი უზენაეს სასამართლოში მუშაობდა. ის იყო ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე, შემდეგ ნინო გვენეტაძის მოადგილე, ახლა კი სააპელაციო სასამართლოში უვადოდაა გამწესებული.
აღნიშნული თანამდებობა ვალერი ცერცვაძემ, საკუთარი სურვილით, რამდენიმე დღის წინ დატოვა. მან, ამის მიზეზად, შპს. „აიპლიუსსა“ და შპს „აიტექნიკს“ შორის მიმდინარე სასამართლო დავა დაასახელა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.