თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრი, 1989 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისი-სტამბოლი რეისის მგზავრი იყო. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.