თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფება მეორე დღეა, თუმცა, მავთულხლართებში გაიჭედა და ე.წ. საზღვარი ვერ გადაკვეთა.
როგორც კუხიანიძე აცხადებს, წვლილის შეტანა სურს ექიმი გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში:
“გუშინ ვცადე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის,”_ განაცხადა კუხიანიძემ.
ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ, რამდენიმე დღის წინ ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში ემოციურ ფონზე დაწერა.