თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
შემთხვევა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოხდა.
მოპედი, რომელზეც ორი არასრულწლოვანი იჯდა, მერსედესის მარკის ავტომობილს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მძიმე იყო არასრულწლოვანის მდგომარეობა. თუმცა გადაუდებელი ოპერაციის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.