თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, _ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ინციდენტი, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მათ დაცვის თანამშრომლებს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც შენობის ინვენტარი დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება წაღებულ თანხას, წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა 3 500 ლარი წაიღეს.
“ორი ადამიანი იყო, თანამშრომელს კარის გაღება მოსთხოვეს, როცა დაცვის თანამშრომელმა მათი გამოკითხვა დაიწყო, სამჯერ გაისროლეს. დაზიანდა კლინიკის ქონება, ჩაიმსხვრა შუშა, გააღეს კარი, შემოვიდნენ და თანხა წაიღეს. ზუსტ რაოდენობას ითვლიან”, – ამბობს კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კილაძე.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. ჯერ მომხდართან დაკავშირებით, პოლიციას არავინ დაუკავებია.
“გურია ნიუსი” დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.