საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.
.მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იგივე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესი, რაზეც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის გლობალური პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით.
. ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი დონის შეხვედრებში, ასპირანტი საქართველოს მონაწილეობის რეგულარული ხასიათი ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს, როგორც სტაბილური და სანდო მოკავშირის მნიშვნელობას და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის მორიგ დემონსტრირებას.
. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართება პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან კშიშტოფ შცერსკისთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.