მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვნა და მისი ეუთოს ეგიდის ქვეშ სამოქალაქო დამკვირებლების მისიით ჩანაცვლება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
,,დნესტრისპირეთში რუსეთის ფედერაციის ჯარების ოპერაციული ჯგუფია განლაგებული. მოლდოვასთან ამის შესახებ შეთანხმება არასდროს გაფორმებულა. ამიტომაც ჩვენი სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ეს ჯარები უნდა გაიყვანონ. ამ საკითხის განხილვას რუსეთის ხელმძღვანელობასთან განვაგრძობ.
იმის გათვალისწინებით, რომ შეიარაღებული შეტაკებები უკვე დიდი ხანია არ ხდება, მოლდოვის პოზიცია ის არის, რომ ეს სამშვიდობო ოპერაცია ეუთოს ეგიდის ქვეშ სამოქალაქო მისიით უნდა ჩანაცვლდეს“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდავის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ. პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული ძალების გასვლას, შესაძლოა დაძაბულობა მოჰყვეს.
როგორც ცნობილია, რუსული სამხედრო ძალები დნესტრისპირეთის რეგიონში 1992 წლიდან არის განლაგებული.



































































