თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სუპერმარკეტში შეიჭრა და მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და აიძულა სალარო გაეხსნა, რომ მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა.
პოლიციამ 1999 წელს დაბადებული ი.მ. ყაჩაღობის ბრალდებით შემთხვევის ადგილზევე დააკავა და სიგარეტები ნივთმტკიცებად ამოიღო.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ი.მ.-მ იმავე დღეს, დილის საათებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიაც დააყაჩაღა.
გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.