თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ათმა პირმა ოთხ პოლიციელს სცემა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ნაცემი სამართალდამცველებიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაშია.
“რუსთავი-2-ის” ინფორმაციით, ჩხუბი, რომელიც ერთი მოქალაქის მხრიდან პოლიციელის შეგინებას მოჰყვა, სათვალთვალო კამერებმა სრულად აღბეჭდეს, შემდეგ კი შსს-მ გაშიფრა და თავდამსხმელთა ვინაობაც დაადგინა, რომლებიც ამ დრომდე იძებნებიან.
„კურიერთან“ საუბრისას შემთხვევის თვითმხილველი ყვება, რომ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა პირმა სამართალდამცველს შეაგინა. მოგვიანებით კი მდგომარეობის დაძაბვის გამო პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
პოლიციელებზე თავდასხმის საქმეს შსს სისხლის სამართლის კოსექსის 353-ე მუხლით იძიებს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წინააღმდეგ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.