თბილისში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გლდანში, მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
სხვა დეტალები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: imedinews.ge