შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1993 წელს დაბადებული ა. წ. და 1997 წელს დაბადებული გ.წ. ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
დაკავებულებმა ნაძალადევის რაიონში მათ მიერ ჩადენილი კიდევ ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარეს.
სამართალდამცველებმა მოპარული აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.