თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, CO სახლში წყლის გამაცხელებლიდან დაგროვდა.
რუსთავი 2-თან საუბრისას ადგილობრივები ყვებიან, რომ მომხდარის შესახებ ერთ-ერთმა მეზობლებმა მას შემდეგ გაიგო, რაც ზედა სართულიდან დიდი რაოდენობით წყალი ჩაუვიდა.
მას შემდეგ, რაც სახლიდან არავინ გამოეხმაურა, მათ კარი შეამტვრიეს, თუმცა ისინი უკვე გარდაცვლილი იყვნენ.
მამაკაცი აბაზანაში, მისი მეუღლე კი საძინებელში იპოვეს. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედრები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.